1
|
პროექტის
დასახელება
|
ჩვენი
რაიონის პოეტები
|
2
|
პროექტის
მთავარი იდეა
|
მოსწავლეები
გაეცნობიან ჩვენი რაიონის პოეტთა შემოქმედებას,
|
3
|
პროექტის
აქტუალობა
|
მოსწავლეები
ისწავლიან საჭირო ინფორმაციის მოპოვებას,ვიდეო და ფოტომასალის
შეგროვებას,ინტერვიუს აღებას.
|
4
|
პროექტის
მიზნები
|
მოსწავლეები
დაინტერესდებიან თავიანთი თანამემამულეების მოღვაწეობით,ისწავლიან მათს ლექსებს და
გამომეტყველებით წაიკითხავენ,გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს,პოეზიას აღიქვამენ,როგორც
ესთეტიკური ტკბობის საშუალებას,განუვითარდებათ თანამშრომლობის უნარი.
|
5
|
მონაწილეთა
ასაკი
|
X
კლასის მოსწავლეები
|
6
|
ვადები
|
1თვე
|
7
|
მოსალოდნელი
შედეგები
|
პოეტების
შემოქმედების შესწავლის შემდეგ მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ჩვენი კუთხის კულტურულ
ცხოვრებას,გაუჩნდებათ ინტერესი პოეზიისადმი,შესაძლოა, თავადაც დაებადოთ ლექსების წერის სურვილი,განუვითარდებათ .წერის,კითხვის
,მოსმენის, დამოუკიდებელი მუშაობის,ჯგუფური მუშაობის უნარი,შემოქმედებითი უნარი.
|
8
|
პროექტისათვის
საჭირო რესურსები
|
ლექსების
კრებულები,ფოტოაპარატი,ვიდეოკამერა,კომპიუტერი,თაბახები,ადამიანები.
|
9
|
პროექტის
მსვლელობა
|
1
აქტივობა
კლასს
დავყოფ ჯგუფებად.
1-ლი
ჯგუფი
მოაგროვებს ფოტო და ვიდეომასალას.
მე-2
ჯგუფი
გაეცნობა
პოეტებს და ინტერვიუს აიღებს მათგან.
მე-3
ჯგუფი
მოიპოვებს
პოეტთა გამოუქვეყნებელ ლექსებს.
მე-4
ჯგუფი
პოეტების
შესახებ მათი ახლობლებისგან მოიპოვებს ინფორმაციას.
მე–5 ჯგუფი წერილობით გამოხატავს თავის სუბიექტურ აზრს პოეტთა შემოქმედების შესახებ.
მე-2
აქტივობა
მოსწავლეები
შეგროვებულ მასალებს ატვირთავენ და მოაწყობენ პრეზენტაციას სლაიდშოუს გამოყენებით.
პრეზენტაცია
შეფასდება წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკით.
|
10
|
საგნებთან
კავშირი
|
ისტ-ი:კომპიუტერის
გამოყენებით ატვირთავენ სურათებს,ვიდეოს,პრეზენტაციას წარმოადგენენ სლაიდშოუს მეშვეობით.
გეოგრაფია:უკეთ
გაეცნობიან ჩვენს რაიონს,მასში შემავალ სოფლებს.გააკეთებენ რუკას.
ხელოვნება:ლექსების
მიხედვით გააკეთებენ ჩანახატებს და გამოფენენ.
ქართ. X.
15. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე ან
მხატვრულ ნაწარმოებზე.
ქართ. X.
16. მოსწავლეს შეუძლია
წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების
გაანალიზება და შეფასება.
ქართ. X.
9. მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი
კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
|
11
|
პროექტის
ხელმძღვანელი
|
ე.ალადაშვილი
|
12
|
ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა
|
Eteri.aladashvili@gmail.com
|
სასწავლო პროექტი
Комментариев нет:
Отправить комментарий